Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია

აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ტრადიციული, შემოდგომის, ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია წელს მიეძღვნება აკად. კონსტანტინე წერეთლის ხსოვნას. კონფერენცია გაიმართება 24 დეკემბერს. მოხსე­ნებათა თეზისები დაიბეჭდება თსუ-ის გამომცემლობის მიერ.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერი სასწავლო საფეხურის სტუდენტებმა ორიენტალისტიკური თემატიკის მოხსენების თეზისები (ვიზირებული ხელმძღვანელის მიერ), ასევე – მოხსენების სათაური (ქართულ და ინ­გლისურ ენებზე), სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, უნდა წარმოადგინონ 10 დეკემბრამდე  შემდეგ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge